jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მაღაზია ჰუგო ბოსი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

მაღაზია "ჰუგო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე რუსთაველის გამზირზე და სავაჭრო ცენტრში "სითი მოლი".

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის კარგად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია რიცხვითი შინაარსის ინფორმაციით ოპერირების უნარი;
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) მოლარე ან გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას.

სამუშაო პირობები:

** საშუალო თვიური ანაზღაურება 1500-2000 ლარი (ხელფასი + ბონუსი);
** სამუშაო გრაფიკი ცვლადი (კვირაში 1 დღე დასვენება);
** სამუშაო ადგილი - რუსთაველის გამზირი #37 / სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი" (ვ. ფშაველას გამზ. #70).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Garderobegroup@gmail.com. გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება კონსულტანტი- "ბოსი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

დავუკავშირდებით მხოლოდ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისი პროფილის მქონე კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |