jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპტიკური ქსელის მემონტაჟეთა ჯგუფის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟეთა ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ქსელის განყოფილების ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი, 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - 1300-1400 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ავტომობილის დაზღვევა
** კომპანიის სერვისზე 50% ფასდაკლება
** FitPass

ფუნქცია - მოვალეობები:

სადენების მონტაჟი:

** ოპტიკური კაბელების მონტაჟი სპეციალური საკიდების მეშვეობით სხვა და სხვა სახის ბოძებზე
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი შენობების ფასადებსა და სხვა და სხვა კონსტრუქციებზე
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი ჭებსა და სხვა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებში
ანგარიშგება
** ამზადებს ანგარიშს დამონტაჟებული სადენების შესახებ
** იღებს და აგზავნის ხაზოვან და წერტილოვან ნახაზებს
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტის საფუძველზე აწარმოებს სახარჯი მასალების აღრიცხვას
უზრუნველყოფს მემონტაჟეთა ჯგუფის გამართულ მუშაობას
** მემონტაჟეებს აძლევს მითითებებსა და რეკომენდაციებს შესასრულებელი დავალებების შესახებ

ინფორმაციის გაცვლა:

** ყოველდღიურად იღებს შესასრულებელ დავალებებზე ინფორმაციასა და ინსტრუქტაჟს უშუალო ხელმძღვანელისგან
** ბილინგის საშუალებით ყოველდღიურად იღებს და მართავს ჯგუფზე მიწერილ დავალებებს
** ყოველდღიურად აბარებს ანგარიშს უშუალო ხელმძღვანელს შესრულებული დავალებების შესახებ
** საჭიროების შემთხვევაში კომუნიკაცია კონტრაქტორ კომპანიებთან შესრულებული ან შესასრულებელი დავალებების შესახებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, სატელეკომუნიკაციო სფეროში;
** სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:

** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟეთა ჯგუფის ხელმძღვანელი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |