jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სამცხე-ჯავახეთის (ახალქალაქი), ქვემო-ქართლის (მარნეული), კახეთის (თელავი), შიდა ქართლის (გორი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (ზუგდიდი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (ამბროლაური), აჭარის (ბათუმი), იმერეთის (ქუთაისი), გურიის (ოზურგეთი) და მცხეთა-მთიანეთის (თბილისი) რეგიონულ წარმომადგენლობებში.


** ხანგრძლივობა: 7 თვე (2024 წლის შემოდგომა-2025 წლის გაზაფხული) გამოსაცდელი ერთთვიანი პერიოდის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
** ანაზღაურება: 200 USD (GROSS) ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (6 თვე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის გამართვაში მონაწილეობა, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა თემატური ჯგუფებისთვის (თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ფერმერები, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები და სხვა) და საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა ;
** ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვასა და
ორგანიზებაში დახმარების გაწევა;
** ნატოსა და ევროკავშირის თემებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებასა და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობა, მათ შორის ინგლისურ ენაზე;

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული/სოციალური/პოლიტიკის მეცნიერებები);
** საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირისა და ნატოს თემატიკის ცოდნა;
** სწავლობს ან/და ცხოვრობს შესაბამის რეგიონში;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** სასურველია წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე;
** სასურველია პროექტების წერისა და ადმინისტრირების ცოდნა/გამოცდილება;
** რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრეზენტაციების წარდგენისა და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევები;
** ინოვაციური და კრეატიული ხედვა;
** გუნდში მუშაობისა უნარი;
** ანალიზისა და რისკების წინასწარი შეფასების უნარი;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა.

* მოცემული სტაჟირება არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენი სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.
** უპირატესობა მიენიჭება ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამა არ გაუვლიათ.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მითითებული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infocenter@mfa.gov.ge 2023 წლის 5 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ რეგიონის დასახელება, სადაც გსურთ სტაჟირების გავლა.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
** წერითი დავალება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო პირი: მაია სვინტრაძე 599220084.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |