jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სასწავლო პროცესის მენეჯერი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ვალეში, სასწავლო პროცესის მენეჯერის პოზიციაზე ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ კადრს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მოკლევადიანი პროფესიული პროგრამებით კოლეჯი სერტიფიცირებულ სპეციალისტებს, ხოლო სახელმწიფო პროგრამებით დიპლომირებულ სპეციალისტებს ამზადებს ყოველწლიურად.

კოლეჯის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.construct2.ge

მოვალეობები და ფუნქციები:

** სასწავლო ცხრილის შედგენა და სასწავლო პროცესის მსვლელობის პერიოდში მისი კონტროლი;
** პროფესიული სტუდენტთა/მსმენელთა ჯგუფების აღრიცხვის ჟურნალების წარმოებასა და პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა დასწრებაზე კონტროლის განხორციელება;
** პროფესიული განათლების მასწავლებელთა/განმახორციელებელთა მიერ ჩატარებული საათების აღრიცხვა;
** განსაზღვრულ ვადებში პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მიღწევებისა და შეფასებების მონიტორინგის წარმოება;
** პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა სწავლის შედეგების შეფასების ანალიზის განხორციელება და შედეგების პერიოდულად წარდგენა დაწესებულების ხარისხის მართვის მენეჯერისთვის შემდგომი რეაგირების მიზნით;
** შეფასების უწყისების წარმოება-კონტროლი და შენახვა;
** პროფესიულ მასწავლებელთა რეკომენდაციების გათვალისწინებით პროფესიულ სტუდენტთა განაწილება ობიექტების მიხედვით;
** სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობის კონტროლი;
** პროფესიულ სტუდენტებთან/მსმენელებთან შეხვედრა და სასწავლო საპრაქტიკო პერიოდის გაანალიზება;
** სასწავლო სახელოსნოებზე კონტროლის განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი სასწავლო პრაქტიკისათვის შესაბამისი მასალებისა და ტექნიკის დროულ და ზუსტ მიწოდებაზე;
** პროფესიული სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისი განათლების აღიარებისა და კვალიფიკაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით საწარმოო პრაქტიკის მენეჯერთან ერთად დირექტორისათვის მიმართვა;
** მსმენელის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისების შემდეგ მისთვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადება-გადაცემის მიზნით საწარმოო პრაქტიკის მენეჯერთან ერთად დირექტორისათვის მიმართვა;
** კალენდარული გეგმების შემუშავების პროცესის კოორდინაციის განხორციელება;
** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით მხარდაჭერის ღონისძიებების გატარება, სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება, შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და განმავითარებელი საქმიანობის დაგეგმვა-განხორციელება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მენეჯმენტის მიმართულებით);
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, Outlook).

სამუშაო ადგილი: ახალციხის მუნიციპალიტეტი, ქ. ვალე.
თანამდებობრივი სარგო: 1815ლ (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@construct2.ge, 14 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |