jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Solid Group
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"Solid Group" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ახალი სტომატოლოგიური და სამედიცინო დანიშნულების პროდუქტების და პარტნიორების მოძიება და შერჩევა უცხოურ ბაზრებზე;
** ახალ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შეთანხმების მიღწევა;
** პროდუქტების ფასების მუდმივი შედარება კონკურენტებთან, მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** მოძიებული სარეალიზაციო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** არსებულ მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება და ფასების მუდმივი მონიტორინგი, სააქციო პირობის ფარგლებში ახალი დამატებითი პირობების მიღება;
** შესყიდვის პროცესების დაგეგმვა, განხორციელება და სრული პროცესის კონტროლი; თანმხლები დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების და ინვოისების კონტროლი;
** სატრანსპორტო კომპანიებთან კომუნიკაცია, ტრანსპორტირების და საბაჟო პროცედურების კონტროლი;
** ყველა სხვა მოვალეობა, რაც დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციასთან.
** განიხილება დისტანციურად მუშაობაც

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება შესყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატს;
** სამედიცინო პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** განიხილება როგორც დისტანციურად ასევე ოფისში მუშაობა.

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა
** სრული სამუშაო განაკვეთი - 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** შესვენება 1 საათი 13:00-დან 14:00 მდე
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით)
** ოფიციალური დასვენების დღეებში დასვენება

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@solidgroup.ge. გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |