jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას თბილისის ცენტრალურ ოფისში.

ხანგრძლივობა: 7 თვე (2024 წლის შემოდგომა-2025 წლის გაზაფხული) გამოსაცდელი ერთთვიანი პერიოდის ჩათვლით;
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 200 USD (GROSS) ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში (6 თვე);

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისსა და რეგიონებში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის გამართვაში მონაწილეობა, პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა თემატური ჯგუფებისთვის (თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსწავლებლები, სტუდენტები, სასულიერო პირები, ფერმერები, სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები და სხვა) და საინფორმაციო ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა;
** ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვასა და
ორგანიზებაში დახმარების გაწევა;
** ნატოსა და ევროკავშირის თემებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებასა და კვლევით სამუშაოებში მონაწილეობა, მათ შორის ინგლისურ ენაზე;

სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი (სასურველია საერთაშორისო ურთიერთობები, ჰუმანიტარული/სოციალური/პოლიტიკის მეცნიერებები);
** საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირისა და ნატოს თემატიკის ცოდნა;
** კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2) დონეზე;
** სასურველია პროექტების წერისა და ადმინისტრირების ცოდნა/გამოცდილება;
** ინოვაციური და კრეატიული ხედვა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პრეზენტაციების წარდგენისა და საჯარო გამოსვლების უნარ-ჩვევები;
** მიზანდასახულობა;
** კომუნიკაბელურობა.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება, ასევე ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ მედეგობის გაზრდა.

* მოცემული სტაჟირება არ გულისხმობს რამე სახის სარგებელს ან სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, სტაჟირების პროგრამა გთავაზობთ მომავალი კარიერული განვითარებისთვის აუცილებელ სამუშაო გამოცდილებას.

** უპირატესობა მიენიჭება ისეთ კანდიდატებს, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამა არ გაუვლიათ.

განაცხადის წარდგენის პროცესი:

კანდიდატებმა, რომლებსაც აქვთ სურვილი, გაიარონ სტაჟირება გამოცხადებულ პოზიციებზე უნდა გამოაგზავნონ შემდეგი საბუთები:

** სააპლიკაციო ფორმა (ივსება ქართულ ენაზე);
** აკადემიური მოსწრების ფურცელი;
** სარეკომენდაციო წერილი (ორი რეკომენდატორი).

საბუთები უნდა გამოიგზავნოს PDF ფორმატში შემდეგ ელფოსტის მისამართზე: infocenter@mfa.gov.ge 2024 წლის 5 ივლისის ჩათვლით.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება
** წერითი დავალება

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საკონტაქტო პირი: მაია სვინტრაძე 599220084.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |