jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეალიზაციის მენეჯერი - ელექტრო სექცია
მომწოდებელი: მირა
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "მირა" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის მენეჯერის (ელექტრო სექცია) თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** კლიენტის მომსახურება - კონსულტაციის გაწევა, საქონლის გამოწერა, საქონლის გამზადება-გაცემა;
** ინვოისის გამოწერა, რეალიზაციის გატარება პროგრამაში;
** ონლაინ შეკვეთების მიღება, სატელეფონო კონსულტაცია, ინვოისის გაგზავნა;
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; პროდუქტ (ებ)ის შეთავაზება/გაყიდვა;
** ახალ საქონელზე კოდების და ფასების მითითება;
** შემოსული საქონლის დალაგება მაღაზიაში;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** აუცილებლობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებებისა და პოზიციის შესაბამისი სამუშაოების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

მოთხოვნები:

** ელექტრო საქონლის (ელექტრო სადენები, ელექტრო ავტომატები, განათების სისტემები, ელექტრო რელეები, დამიწების მოწყობილობები და ა.შ) ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც გავლილი აქვს პროფესიული გადამზადების კურსი ელექტრობის მიმართულებით.
** პროგრამა 1C-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო გრაფიკი: სრული (დასვენების დღე: კვირა);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ.#126.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mira.ge.

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.mira.ge



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |