jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სასტუმროს მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო კომპლექსი კრუიზი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

სასტუმრო და რესტორნის კომპლექსი "კრუიზი" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროში მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული/ნახევარი განაკვეთით
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის 81

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება - ჩაითვლება უპირატესად
** პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით - სასურველია
** სასტუმროში დილის საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოს შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (მისი კომპეტენციის ფარგლებში);
** პროდუქტების დამუშავება და შენახვა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** მენიუს შემუშავება, კალკულაცია, საჭიროების შემთხვევაში - განახლება;
** კერძების, დადგენილი სტანდარტების და კალკულაციების შესაბამისობით დამზადება (კომპეტენციის ფარგლებში);
** კერძების ხარისხსა და ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა;
** მარაგების მართვა და პროდუქტების ნაშთების კონტროლი (კომპეტენციის ფარგლებში);
** სამზარეულოში დადგენილი ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;

საჭირო უნარები:

** ემოციურად სტაბილური და თავშეკავებული;
** კომუნიკაბელური და თავაზიანი;
** მოწესრიგებული, პუნქტუალური და ორგანიზებული;
** აქტიური და მოტივირებული;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** სტრესულ სიტუაციასთან მშვიდად გამკლავების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: reservations@cruise.ge და სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დარეკეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 595 33 50 80

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სასტუმრო "კრუიზი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |