jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ღამის ცვლის დემი შეფი
მომწოდებელი: კაფე სტამბა
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"Café Stamba" აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის დემი შეფის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული 23:00 საათიდან 08:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** შეფ მზარეულის დავალებების შესრულება;
** ყველა შეკვეთის ზედმიწევნით შესრულება, რეცეპტების შესაბამისად;
** ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
** კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
** ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;
** სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა, სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
** მარაგების შეკვეთის აღწერა და განხორციელება.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@Stambahotel.com. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |