jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ქომმონ ბრიჯი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

სატრანსპორტო კომპანია "ქომმონ ბრიჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვართ სატრანსპორტო კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო გზებით.

კომპანიის ვებ-გვერდი: https://common-bridge.com/
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 50
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიებასა და მათთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, მომხმარებელთა ბაზის შექმნა;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
** შეკვეთების მიღება/გაფორმება და მათი ოპერატიულად შესრულების კონტროლი, სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დასახული გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (ქართული ენის ცოდნა აუცილებელია);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართებზე: todua@common-bridge.com; gorelishvili@common-bridge.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვებისა და ლოგისტიკის მენეჯერი.დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |