jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სურსათის უვნებლობის სპეციალისტი
მომწოდებელი: სეიფთი მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

ჩვენ ვართ შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის საკონსულტაციო კომპანია მრავალპროფილური პორტფელით. "SMG (Safety Management Group)" დაარსდა 2019 წელს და დღეს ჩვენ 100-ზე მეტი პარტნიორის ნდობით ვსარგებლობთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა დავეხმაროთ პარტნიორებს შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო დასაქმებულთათვის, ავამაღლოთ ცნობიერება კომპანიებში და სრულად დავაზღვიოთ მოსალოდნელი რისკებისგან.

"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:0;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, ცვლილებებისა და სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და გათვალისწინება;
** საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სურსათის უვნებლობის დოკუმენტაციის მომზადება/წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ფარგლებში წარმოებული ჩანაწერების კონტროლი;
** სამუშაო სივრცეში სურსათის უვნებლობის საფრთხეების შეფასება და კონტროლში მონაწილეობა;
** პერსონალის პერიოდული ტრენინგი და მათ ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა;
** მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** საფრთხეების იდენტიფიცირება და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ინსპექტირებისა და აუდიტის ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
** საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების - #301 დადგენილებისა და HACCP-ის კოდექსის ცოდნას;
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს სასურსათო ტექნოლოგიების, კვება და
** საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განათლებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე, ელ. მისამართზე info@smgroup.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

"შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |