jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: E-commerce კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ E-commerce კონტენტ მენეჯერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ო.ონიაშვილის №2

E-commerce კონტენტ მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

** კომპანიის ვებ-გვერდზე პროდუქციის ატვირთვა;
** პროდუქციის აღწერის, ანოტაციების და მახასიათებლების დამუშავება, ატვირთვა;
** პროდუქტების ფოტო-ვიდეო მასალის მოძიება და განთავსება საჭიროების შემთხვევაში; 
** არსებული კონტენტის შემოწმება, კონტროლი და განახლება;
** საიტზე კატეგორიების და ფილტრების სწორი განლაგების კონტროლი;
** ფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება.
** ყოველთვიური რეპორტინგის შევსება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ E-commerce კონტენტ მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 1100 ₾ + ბონუსი
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " E-commerce კონტენტ მენეჯერი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |