jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: შიდა გადაზიდვის მძღოლი
მომწოდებელი: მადარტ დელივერი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.

"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ შიდა გადაზიდვის მძღოლის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შიდა გადაზიდვის ნედლეულის/მზა პროდუქციის შეკვეთის მიღება;
** ფილიალიდან ფილიალში ნედლეულისა და მზა პროდუქციის დროული და უვნებელი ტრანსპორტირება;
** საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ მიტანის სერვისით გაფორმებული შეკვეთების ტრანსპორტირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B კატეგორია (მექანიკა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** თბილისის უბნების კარგად ცოდნა.

დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:

Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
ვებ გვერდი: https://madart.ge/

რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mdelivery.ge

კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |