jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: ავჭალა, ანდრონიკაშვილის 27.

პირობები:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო);
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
** პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
** მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** სასურველია მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 14 ივლისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის თანამშრომელი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |