jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
თანდართული ფაილი: 56866_Attachments_9186975.zip
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ბაზისბანკთან თანამშრომლობით აცხადებს მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერების საგრანტო კონკურსს.

კონკურსში ჩართვა შეუძლიათ მოქმედ სოციალურ საწარმოებს, რომელთა მისიაც შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების დასაქმება, მათი ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციაა საზოგადოებაში და საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა შექმნან უფრო მეტი დადებითი სოციალური გავლენა.

შერჩეული საწარმო მიიღებს როგორც ფინანსურ, ისე ტექნიკურ მხარდაჭერას, CSRDG კონსულტანტებისა და ბაზისბანკისგან.

სოციალური საწარმოს განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: se@csrdg.ge

გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: "სოციალური საწარმოს გაძლიერების იდეის განაცხადი"

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2024 წლის 30 ივნისი, 18:00 სთ.

დაინტერესებულ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ონლაინ, Zoom- პლატფორმის გამოყენებით 20 ივნისს, 15:00 საათზე.

შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |