jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინრის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი (2 ვაკანტური ადგილი)
დაქვემდებარება - ოპტიკური ჯგუფების ტექნიკური მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - 1000-1500 ლარი (კომპეტენციის შესაბამისად) + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** FitPass (კორპ. პირობებით);
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით);
** 50% ფასდაკლება კომპანიის სერვისზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ახალი კორპორატიული კლიენტის ინსტალაცია და უკვე არსებულის დაზიანებების აღმოფხვრა;
** ოპტიკურ მაგისტრალური ქსელის მშენებლობა და დაზიანებების აღმოფხვრა;
** აპარატურის დამონტაჟება;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება, IT მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო სფეროში;
** კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ცოდნა - კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნა: ერთ-ერთ კანდიდატს აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს საწვავის ხარჯის და ავტომობილის ცვეთის ანაზღაურება).

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და დასაქმების ადგილი - "ოპტიკური ქსელის მომსახურების ინჟინერი-თბილისი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |