jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Caucasian Metals Terminal
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

შპს "კავკასიან მეტალს ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ფოთი, ჭავჭავაძის ქ.160

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე) ორშაბათიდან -პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ,
1 საათი შესვენება, დასვენება ყველა ოფიციალურ დასვენების დღეს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შვებულების დღეებში.

გამოცდილების დონე: სპეციალისტი;
ანაზღაურება: ფიქსირებული, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა, ტრანსპორტირება ფოთის ტერიტორიაზე.
შენიშვნა: გთხოვთ მეილში დააფიქსიროთ თქვენთვის მისაღები სახელფასო ოდენობა.

მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების შესრულება საბუღალტრო პროგრამა "ინფო"-ში;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
** ხელფასის დარიცხვა;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** მიღებული ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შემოწმება, გატარება.
** უშუალო ხელმძღვანელის (მთავარი ბუღალტერი) მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;

მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (ეკონომიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად);
** ბუღალტრად ან ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა "ინფო" -ში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** Excel-ის კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: info@cmtpoti.ge და s.kalandarishvili@cmtpoti.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ბუღალტერი)

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 12 ივლისი, 2024წ.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |