jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სატელეფონო ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ სატელეფონო ცენტრის ოპერატორს და მისი ფუნქციები იქნება:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა მომსახურება, სტანდარტების დაცვით;
** სოციალურ ქსელებში მესიჯებზე და პოსტების კომენტარებზე დროული რეაგირება;
** არსებული და პოტენციური კლიენტების ინფორმირება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, როგორც სატელეფონო კომუნიკაციით, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით;
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული კითხვების/საკითხების იდენტიფიცირება, ანალიზი და დახმარების გაწევა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან გადამისამართება);
** მომხმარებელთან კომუნიკაციის დეტალების შესახებ კომენტარის დაფიქსირება CRM-ში;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** დავალების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება და ადრესატებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სკრიპტის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი კომუნიკაციის ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული უნარი;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
** მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
** სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში (გრაფიკი ცვლებით);
** ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები);
** ბონუსი: მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |