jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ფოთი ტრანსტერმინალი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივლისი

"ფოთი ტრანსტერმინალი" მართავს კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალზე ქალაქ ფოთში. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

პოზიცია: ფინანსური ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: თბილისი/ფოთი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი
სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 2000 - 2500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

"ფოთი ტრნსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები, რომლების შესრულებასაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომლისგან მოველით:

** ფინანსური მონაცემების ანალიზი სხვადასხვა ჭრილში;
** კომპანიის ბიუჯეტის მომზადება/ფორმირება და კონტროლი;
** ყოველთვიური/ყოველწლიური მმართველობითი ანგარიშის შედგენა და ანალიზი;
** ფულადი სახსრების მიმოქცევის კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების კონტროლისათვის საოპერაციო ანგარიშების მომზადება;
** კომეპტენციის ფარგლებში, სხვა ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსური მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე-ლოგისტიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას);
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის სულ მცირე B2 დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:

** CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
** გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
** გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:

** მოტივირებული
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე.

ამასთანავე გაქვთ:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის
** დამოუკიდებლად მუშაობისა და
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge
მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 17 ივლისი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |