jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "აშენდი აგრო საქართველო" წარმოადგენს სრული ციკლით მომუშავე მეღორების კომპლექსს, რომელიც მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, შპს "აშენდი აგრო საქართველოს" შვილობილი კომპანია შპს "აშენდი აგრო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.

პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნ.ხოშარაულის 29
ანაზღაურება 1500-1700 net.

ფუნქცია -მოვალეობები:

** უზრუნველყოს ავტომობილში ჩატვირთული პროდუქციის შესაბამისობის კონტროლი;
** უზრუნველყოს დადგენილი მარშრუტის მიხედვით შეკვეთების დარიგება კონტრაქტორ ობიექტებთან;
** უზრუნველყოს პროდუქციის დაუზიანებლად გადაზიდვა;
** უზრუნველყოს მითვლილი პროდუქციით დისტრიბუციის ავტომობილის დატვირთვა/დატვირთვის კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა (სავალდებულოა);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანი;
** პუნქტუალური;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებული;
** ენერგიულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლ-დისტრიბუტორი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "აშენდი აგრო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |