jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

კომპანია "პსპ ფარმა" აცხადებს არაკომერციული შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ძირითადი საშუალებების, სახარჯი მასალების და სერვისების შეძენა;
** შეძენილ ძირითად საშუალებებზე, სახარჯ მასალებზე და სერვისზე რეპორტების მომზადება
** ბაზარზე ახალი პროდუქციის და მომწოდებლების მოძიება, ანალიზი;
** მომწოდებლების ბაზის წარმოება;
** ტრანსპორტის პროფილაქტიკურ ცენტრებთან თანამშრომლობა, პირობების შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკება ფასებსა და გადახდის პირობებზე;
** შესყიდვების ტენდერების მომზადება, მიღებული დოკუმენტების დამუშავება და სატენდერო კომისიისათვის წარდგენა;
** პარტნიორ კომპანიებთან კონტრაქტის განახლება;
** მომწოდებელთან თანხის გადარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Word, Excel, Power Point)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური მსჯელობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 28 ივნისი, 2024 წელი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |