jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ინჟინერი
მომწოდებელი: Glass Work
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.

კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა (რუსთავის გზ. 50);
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად);

მთავარი ინჟინრის ფუნქცია-მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების საინჟინრო ტექნიკური მხარდაჭერა;
** საწარმოში არსებული საინჟინრო სისტემების დანადგარებისა და ტექნიკური მოწყობილობების აღრიცხვა, საჭირო მოწყობილობების, დანადგარების, ცვეთადი ნაწილების შერჩევა;
** საინჟინრო სისტემების და დანადგარების გეგმიური და არაგეგმიური ტექნიკური მომსახურებების და საკვალიფიკაციო/სავალიდაციო სამუშაოების ჩატარება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშების შედგენა და ადმინისტრაციისთვის წარდგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის დიპლომი საინჟინრო-ტექნიკური განხრით (მაგ. საინჟინრო-ტექნიკური, ფიზიკა, მექანიკა, ელექტრონიკა, ელექტრონული ინჟინერია და ა.შ.);
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე,
** კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel, Outlook, CAD) ცოდნა;
** საინჟინრო სისტემებთან, დანადგარებთან და ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების - ინგლისური, რუსული - ცოდნა (მინ. B2 დონე);

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |