jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - Queisser Pharma Doppel Herz
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 28 ივნისი

შპს "პსპ ფარმა" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის - Queisser Pharma Doppel Herz ვაკანსიას კახეთში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გეგმური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში;
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად;
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა;
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები).

ცოდნა და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება, ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 ივნისი, 2024 წელი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |