jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ფოთი ტრანსტერმინალი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 13 ივლისი

"ფოთი ტრანსტერმინალი" მართავს კომპანიას, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალზე ქალაქ ფოთში. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:

პოზიცია: მთავარი ბუღალტერი
ადგილმდებარეობა: თბილისი ან ფოთი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი
სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 4000 - 5000 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)

"ფოთი ტრნსტერმინალი" თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი მოვალეობები, რომლების შესრულებაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელს მოუწევს:

** კომპანიის საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა;
** საშემოსავლო და სხვა გადასახადების გაანგარიშების სისწორის, სისრულისა და დროულობის კონტროლი;
** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
** საქართველოს კანონმდებლობაში შესული ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება;
** საგადახდო აუდიტის პროცესისა და სხვა პროექტების მხარდაჭერა;
** ბანკებთან მუშაობა, ანგარიშის გახსნა/დახურვა, საბანკო ანგარიშების წარმოება;
** იმპორტ/ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციები - გადასახადების აღრიცხვა, გადახდა, კონტროლი;
** ბანკი/სალაროს ბუღალტრული გატარებები;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელფასების გაცემა/დაკავება, აღრიცვა, კონტროლი;
** მმართველი ორგანოსთვის ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლ (ებ)ის შესრულებული სამუშაოს კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:

** უმაღლესი განათლება;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (ORIS/Balance);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დოკუმენტებთან მუშაობა: პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ინფორმაციის საბალანსო ანგარიშში შეტანა;
** კომპანიის საგადასახადო დატვირთვის შემცირების უნარი;
** უპირატესობა მიენიჭება სასაწყობე-ლოგისტიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას;
** არარეზიდენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის სულ მცირე B2 დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:

** CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
** გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
** გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:

** მოტივირებული
** სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
** დეტალებზე ორიენტირებული
** შრომისმოყვარე.

ამასთანავე გაქვთ:

** გუნდურად მუშაობის
** დამოუკიდებლად მუშაობისა და
** დაქვემდებარებული თანამშრომლების სწორად მოტივირებისა და წახალისების უნარი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge
მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 ივლისი.

სს "ფოთი ტრანსტერმინალის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |