jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

შპს "სქაიტელი" საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომლის საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს თითოეულ მომხმარებლამდე მაღალხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. კომპანია იყენებს მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის მემონტაჟის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი
დაქვემდებარება - ოპტიკური ქსელის მემონტაჟეთა ჯგუფის ხელმძღვანელი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ავტომობილის დაზღვევა;
** კომპანიის სერვისზე 50% ფასდაკლება;
** FitPass.

ფუნქცია - მოვალეობები:

** ოპტიკური კაბელების მონტაჟი სპეციალური საკიდების მეშვეობით სხვა და სხვა სახის ბოძზე;
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი შენობების ფასადებსა და სხვა და სხვა კონსტრუქციაზე;
** ოპტიკური კაბელების მონტაჟი ჭებსა და სხვა და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებში;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სატელეკომუნიკაციო სფეროში;
** სასურველია კომპიუტერულ ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
** ცოდნა - ქართული ენის გამართულად ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული ინგლისური ტერმინოლოგიის ცოდნა;
** სასურველია კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის პრინციპების ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:

** ტოპოგრაფიული რუკების კითხვის უნარი;
** დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** მრავალპროფილიანი სამუშაოს შესრულების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოპტიკური ქსელის მემონტაჟე".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |