jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ზეთის შეცვლის სერვისის მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"ოტო მოტორსის" გუნდში ვეძებთ ზეთის შეცვლის სერვისის მენეჯერს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ზეთის შეცვლის სერვისის მენეჯერის პოზიციაზე ძირითადი მოვალეობებია:

** მომხმარებლის რეგისტრაცია, საჭიროების დადგენა;
** ავტომობილისთვის ჩასატარებელი სამუშაოების იდენტიფიკაცია და მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** კონსულტანტთან ერთად ავტომობილის შესაბამისი ზეთის და ფილტრის შერჩევა;
** ტექნიკოსის სერვისის ჩასატარებლად საჭირო მასალით მომარაგება;
** სერვისის პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** ტექნიკოსების შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სერვისთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შემოსული ავტომობილების რიგის კონტროლი;

გამოგვიგზავნე რეზიუმე თუ:

** გაქვს ავტო ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** შეგიძლია ინგლისურ და რუსულ ენაზე კომუნიკაცია;
** შეგიძლია დამარწმუნებლად და არგუმენტირებულად საუბარი;
** გაქვს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შეგიძლია მართო პროცესები და ადამიანები;
** შეგიძლია სწორად გაანაწილო დრო და რესურსები;
** შეგიძლია მართო კონფლიქტური სიტუაციები;

დაგვიტოვე რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@otoservice.ge ან დაგვიკავშირდი 0322 05 26 26



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |