jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ასისტენტი - რეცეფცია
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის (რეცეფცია) პოზიციაზე.

თუ გაქვთ სიახლეების შესწავლის და განვითარების სურვილი ეს საუკეთესო შანსია, დაიწყოთ სასტარტო პოზიციით, გაეცნოთ კომპანიის შიდა პროცესებს და განვითარდეთ კარიერულად. კომპანია UGT მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** სტუმრების/კლიენტების მიღება და გადამისამართება;
** ვიზიტორებზე და თანამშრომლებზე დროებითი საშვის გაცემა/დაბრუნების აღრიცხვა;
** შემოსულ ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებთან გადამისამართება;
** შემოსული ზარების აღრიცხვა და სტატისტიკის წარმოება;
** ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული კორესპონდენციის მართვა;
** თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** შეხვედრების ოთახების დაჯავშნა;
** თანამშრომლებისთვის ტაქსის გამოძახება;
** ტაქსის აპლიკაციაში თანამშრომლის ნომრის დამატება;
** თანამშრომლების მიერ ტაქსის სერვისით სარგებლობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
** საწვავის ტალონების გაცემა და აღრიცხვა;
** კორესპონდენციის და ამანათების მიღება/ჩაბარების წარმოება, აღრიცხვა და ადრესატისთვის გადაცემა;
** შემოსული დოკუმენტაციის დაფაილება / მოწესრიგება;
** ხელმძღვანელისთვის განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიშის გაგზავნა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალების შესრულება.

განათლება: უმაღლესი განათლება;
ენები: ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მოწესრიგებული, პასუხისმგებლობიანი, თავაზიანი.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 14 ივლისის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/921/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |