jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინგლისურენოვანი კონტენტ მენეჯერი, ჟურნალისტი
მომწოდებელი: Business Today
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ახალი ქართულ-ინგლისური საერთაშორისო გამოცემა "Business Today" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - ინგლისურენოვანი კონტენტ მენეჯერი, ჟურნალისტი.

სამუშაოს აღწერილობა:

** ბიზნეს ჟურნალისტიკა, ბიზნეს სექტორის შესახებ ინგლისურ ენაზე სტატიების წერა, გამოცემისთვის საინტერესო კონტენტის შექმნა
** ვებგვერდზე მასალების განთავსება გრამატიკული და სტილისტური შეცდომების გარეშე, ვების ადმინისტრირება
** ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია, საინტერესო თემების მოძიება

განათლება: სასურველია ჟურნალისტიკის მიმართულება

სამუშაო გამოცდილება: ინგლისურ ენაზე წერის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭებათ მულტიმედიური ქონთენთის შექმნის გამოცდილების მქონე პირებს.

აუცილებელი ცოდნა:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (B2-C1 დონე)

აუცილებელი უნარები:

** დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

სრული სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
გამოსაცდელი ვადა - ერთი თვე
ხელზე ასაღები ხელფასის სავარაუდო დიაპაზონი გამოცდილების შესაბამისად

ვაკანსიის დედლაინი: 30 ივნისი, CV და სამოტივაციო წერილი გთხოვთ გამოაგზავნოთ მეილზე: nchikvaidze@georgiatoday.ge . სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |