jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ფსიქოლოგი
მომწოდებელი: ათასწლეულის სკოლა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

"ათასწლეულის სკოლაში" გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით და მისწრაფებებით იბადება. პიროვნების შესაძლებლობებისა და მისწრაფებების გამოვლენა, გამოყენება ხდება ცხოვრებაში, ამიტომ ჩვენი სასწავლო პროცესი არის ცხოვრება. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები აქ და ახლა, ცხოვრებაში სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენას და სასარგებლოდ გამოყენებას.

მოცემულ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ათასწლეულის სკოლის დამრიგებლებისა და მასწავლებლების მიერ განხორციელებული სასწავლო პროექტები: http://www.millennium-school.org/ge/proektebi.

"ათასწლეულის სკოლა" - 2024-2025 აკადემიური სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე.

თანამშრომლობის პროცესში, შერჩეული კანდიდატი ჩართული იქნება:

** მულტიდისციპლინურ გუნდთან და მასწავლებლებთან/დამრიგებლებთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას ამ გეგმის შესრულებაში;
** პროფესიული განვითარების სემინარების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** მოსწავლეებთან ინდივიდუალური თერაპიული პროცესის წარმართვაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია, ჰქონდეს სპეციალური საჭიროების მქონე პირებთან თერაპიული პროცესის წარმართვის გამოცდილება;
** სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.

სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 10 ივლისისა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |