jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დასუფთავების განყოფილების დიასახლისი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის.

სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown-ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 78 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.
ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს.
Glarros OldTown ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by HSC Group
www.hscgroup.ge A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - Glarros OldTown | Tbilisi | Facebook
Website - www.glarros.com
HSCgroup website - www.hscgroup.ge

სასტუმრო "Glarros OldTown" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების განყოფილების დიასახლისის პოზიციაზე.

ზოგადი მოთხოვნები:

** სამუშაოს პროფესიონალურად შესრულების უნარი
** პასუხისმგებლიანობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** სანდო და სასიამოვნო პიროვნება
** შედეგზე ორიენტირებული
** პუნქტუალური

სამუშაო გრაფიკი: 5/2, 8 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (დაზღვევა, კვება)

კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დასუფთავების მენეჯერის/ დასუფთავების ზედამხედველის წინაშე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com
წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |