jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რესტორნის სუპერვაიზერი, მიმტანი
მომწოდებელი: Best Western Plus Batumi
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი", რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიებს კვებისა და სასმელების დეპარტამენტში შემდეგ პოზიციებზე:

1. რესტორნის სუპერვაიზერი

ძირითადი მოვალეობები

** სასტუმროს კვების ობიექტებზე სასმელებისა და კვების დეპარტამენტში მაღალი სტანდარტით სერვისის უზრუნველყოფა და სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
** კვების ობიექტის ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა, რესტორნის დარბაზის მომზადება სტუმრების მისაღებად;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მარაგების კონტროლი და მონიტორინგი;
** დეპარტამენტის გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის ზედამხედველობა და სამუშაოს ეფექტურობის ზრდის უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** სასმელებისა და კვების მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

2. მიმტანი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
** მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
** სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
** შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
** სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პოზიტიურობა, ენერგიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bwplusbatumi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |