jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"მწვანე სკოლის" ნაძალადევის კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში.
მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება დაწყებით საფეხურზე სწავლების ან განათლების მეცნიერებების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

მასწავლებლის მოვალეობებია:

** სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, საფეხურის შესაბამისი პროგრამის სწავლება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
** კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;
** სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenschool.edu.ge.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |