jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონდიციონერის წმენდის სპეციალისტი
მომწოდებელი: პნევმა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

კომპანია "პნევმა" იწვევს საზაფხულო სამუშაოებზე სტუდენტებს, კონდიციონერის წმენდის სპეციალისტის პოზიციაზე.

"პნევმას" საქმიანობა მაღალი ხარისხის მომსახურებაა ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებზე.

ჩვენმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, უმოკლეს დროში, შეძლო საუკეთესო რეპუტაციის შექმნა და ასობით მადლობის წერილი მოსახლეობიდან და ორგანიზაციებიდან.

ჩვენ, უმოკლეს დროში გაგატარებთ ტრენინგს და შეგასწავლით პრაქტიკაშივე კონდიციონერის წმენდას (დაახლოებით 10 დღეში).

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://pneuma.ge/ და დაგვიკავშირდით: 579 544455.

"პნევმა" აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
** ყოველდღიურ მაღალ ანაზღაურებას

ძირითადი მოვალეობები:

** კონდიციონერის პროფესიონალური წმენდა
** კლიენტების მომსახურება ბინაზე და ორგანიზაციებში

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** ტექნიკურ საკითხებში გარკვეული, ხელოსნური საქმიანობის ცოდნა
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო გრაფიკი: შეკვეთების მიხედვით
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 80

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 19 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: nkitovani@sellford.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |