jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Georgia Destination Management
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სს "ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი", რომელიც შემომყვანი ტურიზმით არის დაკავებული და პარტნიორი კომპანიები ჰყავს "გალფი"-სა და "დე სე თე"-ს ქვეყნებში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მივესალმებით დამწყებ ადამიანებს, რომლებსაც სურთ პირველი ნაბიჯები გადადგან ტურიზმისა და გაყიდვების სფეროში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office: Word; Excel; PowerPoint; Outlook).

მოვალეობები:

** უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან მეილით კორესპონდენცია;
** სარეზერვაციო სისტემაში მონაცემების შეყვანა;
** სასტუმროების რეზერვაცია, ონლაინ ჯავშნების მიღება;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალური, ინიციატივიანი;

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქუჩიშვილის N11.
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: HR@GDM.ge.

აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |