jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 7 ივლისი

"მეგატექნიკა" უკვე 27 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე.

"მეგატექნიკა"-ს ქსელი 20-მდე ფილიალს და 100-მდე პარტნიორ მაღაზიას მოიცავს, ასევე ტექნიკის ონლაინ მაღაზიას, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელს ტექნიკის შეძენა სახლიდან გაუსვლელად მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლია. "მეგატექნიკა" ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი ისეთი მსხვილი ბრენდის როგორებიცაა: Samsung, Apple, Hisense, Simfer, Electrolux, Philips, Lenovo, Acer და სხვა.

"მეგატექნიკა" განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული კომპანიაა. აქ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://www.megatechnica.ge

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "მეგატექნიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კომუნიკაციის მართვა (შემომავალი/გამავალი ზარები, სოციალურ ქსელებში შემოსული შეტყობინებები);
** პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და შესაბამის განყოფილებასთან დაფიქსირება;
** ელექტრონულად შემოსული კორესპონდენციის გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
** შეკვეთების/მონტაჟების პროგრამული ფორმირება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე: info@megatechnica.ge 2024 წლის 7 ივლისის ჩათვლით. წერილის თემის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |