jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Business Today
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

ახალი ქართულ-ინგლისური საერთაშორისო გამოცემა "Business Today" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომუნიკაცია კორპორატიულ დამკვეთებთან, მოლაპარაკებების განხორციელება, პროდუქტის შეთავაზება
** ახალი დამკვეთების მოძიება, საკუთარი ბაზის შექმნა
** არსებული კონტრაქტორების მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება და კონტროლი
** საბიუჯეტო გეგმის შესრულება
** ბაზრის მუდმივი ანალიზი, კონკურენტებისა და პროდუქტების კვლევა, სიახლეების ინიცირება,

განათლება: სასურველია მარკეტინგის და/ან გაყიდვების მიმართულება
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი გაყიდვებში. უპირატესობა მიენიჭებათ მედია სფეროში გაყიდვების მიმართულებით გამოცდილების მქონე პირებს

აუცილებელი ცოდნა:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (A2-B1 დონე)

აუცილებელი უნარები:

** დაგეგმვის, ორგანიზებისა და კონტროლის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარი

სრული სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00
ხელზე ასაღები ხელფასის სავარაუდო დიაპაზონი გამოცდილების შესაბამისად
გამოსაცდელი ვადა - ერთი თვე

ვაკანსიის დედლაინი: 30 ივნისი, CV და სამოტივაციო წერილი გთხოვთ გამოაგზავნოთ მეილზე: nchikvaidze@georgiatoday.ge . სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |