jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს რეკრუტერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კანდიდატების მოძიების ორგანიზება სხვადასხვა წყაროების გამოყენებით;
** კანდიდატთა შერჩევა წინასწარ განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით;
** შერჩეულ აპლიკანტებთან გასაუბრების ორგანიზება და ჩატარება;
** შერჩევის პროცედურის საფუძველზე, კანდიდატთა სამუშაოზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება და გადანაწილება სამუშაო ადგილებზე;
** სამუშაო ადგილზე სტაჟირების პროცესის მონიტორინგი;
** მოძიებული კანდიდატების შენარჩუნებისკენ მიმართული აქტივობების ორგანიზება;
** საკადრო საჭიროების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოება და მისი მუდმივი განახლება;
** დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება; შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის მიმართულება; სოციალური მეცნიერებების მიმართულება ჩაითვლება უპირატესად);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "რეკრუტერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |