jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ინტელიექსპრესი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ფოთში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული, 1500 ლარი (გროს თანხა / გადასახადების ჩათვლით) + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / ულიმიტო სასაუბრო დრო / პროფესიული განვითარება
ადგილმდებარეობა: ფოთი, ლაგრანჟეს 2

სამუშაოს აღწერილობა:

** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** მომხმარებლის მოთხოვნის სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებლის ბიზნეს საქმიანობის და/ან ფინანსური მდგომარეობის შესწავლა;
** შემოსული საკრედიტო განაცხადების დამუშავება/ანალიზი;
** სასესხო განაცხადის წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე;
** საკრედიტო პორტფელის მართვა;
** პორტფელის ხარისხის უზრუნველყოფა და ვადაგადაცილებული სესხების დამუშავება;
** პერიოდული ანგარიშგების და რეპორტების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მცირე ან მიკრო სესხებთან მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და მათემატიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ეფექტური გაყიდვები;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** მოლაპარაკების წარმოება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები 2024 წლის 20 ივლისამდე: https://www.helio-ai.com/apply/5f9wf0paee9j67o3?src=jobs.ge

"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |