jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: IFRS გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას IFRS გუნდის ლიდერის პოზიციაზე, რეპორტინგის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველთვიური და ყოველკვარტალური კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ("ფასს"/IFRS) შესაბამისად დირექტორატთან და სამეთვალყურეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით;
** IFRS სტანდარტების აპლიკაცია არასტანდარტული / ახალი ფინანსური ტრანზაქციების შემთხვევაში;
** ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების წარდგენა და კომუნიკაცია მფლობელ კომპანიასთან;
** გარე აუდიტის სრული პროცესის მართვა კომპანიის მხრიდან: აუდიტორული კომპანიისთვის წარსადგენი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება, აუდიტის პერიოდში გარე აუდიტორთან ურთიერთობა;
** ყოველწლიური მენეჯერული რეპორტების მომზადება SARAS-თან წარდგენის მიზნით;
** მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის / გარე დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მობილიზება, ანალიზი და შედეგების კომუნიკაცია;
** უშუალოდ დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** ყველა სტანდარტული ფინანსური თუ სტატისტიკური რეპორტების მაქსიმალურად ავტომატიზირება ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტთან მჭიდრო ურთიერთობით;
** კომპანიაში დანერგილი ფინანსური პროგრამის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა: ამოცანების დაგეგმვა, ანალიტიკა, აიტი სამსახურთან ერთად ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობა;
** კომპანიის რეალური ფინანსური მონაცემების ბიუჯეტთან შედარება და ანალიზი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება IFRS რეპორტინგის მიმართულებით უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე;
** მნიშვნელოვანია აუდიტორიულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან/და სადაზღვევო სფეროში;
** ACCA-ის F დონის სერტიფიკატის ფლობა;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა - სასურველია Power Query/Power Pivot ექსელის ჩანართების გამოყენების პრაქტიკული ცოდნა/გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;
** დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** აკურატული;
** შესრულების სიზუსტე და სისწრაფე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "IFRS გუნდის ლიდერი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი, ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |