jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: 3G Georgian Global Group
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "3G - Georgian Global Group", ალკოჰოლურ სასმელებსა და კვების პროდუქტებს დისტრიბუტორი საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი ბარისახოს 11/ბ (ავჭალის ტერიტორია)
ანაზღაურება: ხელფასი 700 ლ ფიქსირებული
ტრაილერების დაცლით გამომუშავებული ბონუსი შეადგენს 400 -700 ლარამდე თვის ჭრილში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება და ასევე მანქანის მართვა ჩაითვლება პრიორიტეტად.

ფუნქცია-მოვალეობა:

** მოსვლის საათი დილის 8:00 სთ
** პროდუქციის ვადების კონტროლი.
** შეკვეთების აწყობა
** საწყობის ტერიტორიის დალაგება
** ტრაილერების დაცლა (რომელიც ითვალისწინებს ბონუსებს და არ შედის ფიქსირებულ თანხაში), მაგრამ აუცილებელი მოთხოვნაა

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის შეგრძნება;
** დაგეგმარების უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტაცია;
** გუნდურობა;
** კრეატიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: qaliashvilim51@gmail.com და დანიშნულებაში `Subject` მიუთითოთ პოზიციის დასახელება - საწყობის თანამშრომელი ან დაგვიკავშირდით ნომერზე რამაზი - 568 789779

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები 3 G-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |