jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

სს "ტერაბანკი" ავტო სესხების განყოფილებაში აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ:

"ტერაბანკი" უკვე 20 წელზე მეტია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტის საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბანკის ოფიციალურ ვებგვერდს: www.terabank.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, სანდრო ეულის ქ. N7
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 1 საათი; შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე (შესვენების გარეშე).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი

პოზიციის მოვალეობები:

** სხვადასხვა არხებიდან პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათზე მორგებული ავტო სესხის შეთავაზება
** ახალი ბაზების მოძიება და მიმდინარე ბაზების მართვა
** კვალიფიციური კონსულტირება და ხარისხიანი მომსახურება

საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** საშუალო განათლება, სასურველია უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:

** გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი
** გამბედაობა და კომუნიკაბელურობა
** კრიტიკულ სიტუაციებში ლავირების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი

კონკურსი ჩატარდება ინტერვიუს სახით.

გახდი ტერაბანკელი და ერთად ვიამაყოთ ერთმანეთის წარმატებით!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე tera.jobs@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება გარე გაყიდვების ოფიცერი

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 05 ივლისი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

"ტერაბანკი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |