jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, პროექტების მენეჯერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი; ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;

შენი, როგორც პროექტების მენეჯერის მთავარი ფუნქციები იქნება:

** პროექტის წარმატებულად შეფასებისთვის საჭირო პარამეტრების შექმნაში მონაწილეობა;
** პროექტების დაკვეთის და მათი შესაბამისი მახასიათებლების დეტალურად განსაზღვრა;
** პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** არსებულ პროექტებში ცვლილებების ოპერატიულად ასახვა და პროექტების სათანადოდ განახლება;
** პროექტების ფარგლებში წარმოშობილი პრობლემების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში;
** პროექტების რისკების მართვაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების დაგეგმვის შესაბამისად დასრულების უზრუნველყოფა;
** არსებული პროექტების წარმოების უზრუნველყოფა Agile ან Waterfall მეთოდოლოგიით;
** პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი შესაბამისი პლატფორმების/პროექტების გამოყენების იდენტიფიცირებისთვის და მომხმარებლის მხრიდან მათი გამოყენების შესაბამისი პარამეტრების გაუმჯობესების მიზნით, მუდმივი ანალიტიკის განხორციელება, ანგარიშების მომზადება და საჭირო აქტივობების დაგეგმვა/ინიციირება;
** კომპანიაში პროცესების გაციფრულების, ავტომატიზირების მიზნით შესაბამისი ინიციატივების წარდგენა;
** გლობალურ და ადგილობრივ სიახლეებზე (ტრენდებზე) მუდმივი დაკვირვების უზრუნველყოფა და შესაბამისი საუკეთესო მაგალითების დანერგვის ხელშეწყობა/ სხვადასხვა ინიციატივების წარდგენა;

გამოგვეხმაურე, თუ

** ხარ უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** გაქვს PM სერტიფიკატი;
** იცი ინგლისური ენა;
** იცი MS Office პროგრამები;

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლობიანს;
** ორგანიზებულს;
** ინიციატივიანს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს;

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

გთავაზობთ:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორაციულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს;

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "პროექტების მენეჯერი"

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |