jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ფუნქცია-მოვალეობები:

** იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება;
** იურიდიული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

სამუშაო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პრიორიტეტულია და ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** აკადემიური წერის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |