jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

შპს "მონაცემთა ანალიზის ლაბორატორია" საქმიანობის ძირითადი სფეროა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ენობრივი ტექნოლოგიების შექმნა.

სამუშაოს აღწერილობა:

კომპანიის მომსახურებების შეთავაზება და გაყიდვა კორპორატიულ სეგმენტზე.

მაგალითი: Text to Speech API-ს შეთავაზება ვებსაიტის ადაპტირებისთვის შშმ პირებისთვის. ჩვენი ძრავის ადაპტირების მაგალითი შეგიძლიათ ნახოთ საპენსიო სააგენტოს საიტზე https://www.pensions.ge/ka/

მოთხოვნები: კორპორატიულ სეგმენტზე ციფრული პროდუქტების გაყიდვების გამოცდილება

ანაზღაურება:

ანაზღაურება განხორციელდება გაყიდული პროდუქტის ფასის მიხედვით წინასწარ დადგენილი პირობის შესაბამისად (მაგალითად, API-ს ყოველწლიური მომსახურების საფასური თუ არის 10, 000 ლარი, საკომისიო - 1000 ლარი).

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) ელ. მისამართზე: hr@enagramm.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |