jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ინტელექსპრესი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა "ინტელიექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე თბილისში.

თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ჰოლდინგის მეგობრული გუნდის წევრი, რომელიც 50-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და ემსახურება 1 000 000-ზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში, გაეცანით ვაკანსიის პირობებს.

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 6 დღე, ცვლების პრინციპით (კვირაში არა უმეტეს 40 საათისა)
ანაზღაურება: თვეში 1000 ლარიდან + ბონუსი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა / განვითარების პერსპექტივა

სამუშაო აღწერილობა:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვები;
** საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება-რეალიზებაში აქტიური მონაწილეობა;
** კლიენტის ხარისხიანი მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციებზე მუშაობის, მინიმუმ, 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობა;
** ეფექტური კომუნიკაცია.

გაგვიზიარეთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: vacancy@intelexpress.ge (სათაურში მიუთითეთ "ექსპერტ-შემფასებელი") ან მიჰყევით შემდეგ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/hv2kyj60e43j4jj5?src=jobs.ge

"ინტელიექსპრესი" გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |