jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: დომუს სერვისი
თანდართული ფაილი: 58294_Domus_Application_Form_External_1125388.zip
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "დომუს სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის თანამდებობაზე

რისი გაკეთება მოგიწევს?

** საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეთა საჭიროებებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება;
** მობინადრეებისათვის გაწეული სერვისის ღირებულების აღრიცხვა, რეპორტინგი და გადახდის პროცესის კოორდინაცია/უზრუნველყოფა;
** შიდა და გარე პერიმეტრის დასუფთავების ხარისხის კონტროლი, თანამშრომლების გრაფიკების შედგენა, კონტროლი და მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ნამუშევარი დროის აღრიცხვა და შესაბამისი რეპორტინგი;
** საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართში/კერძო ბინებში/კომერციულ ფართებში ტექნიკური გაუმართაობების შესახებ ოპერაციული მხარდაჭერის მენეჯერის ინფორმირება, გაუმართაობის დროული აღმოფხვრის მონიტორინგი;
** სერვისის სამსახურის პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, ინიციატივების დაყენება და სიახლეების იმპლემენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ანალოგიური ფუნქციების შესრულების მინ. 1 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გამბედაობა, ინიციატივა, პროაქტიურობა;
** თვითგანვითარებაზე, სწავლაზე ორიენტირება;
** სიზუსტე - ყურადღება დეტალების მიმართ;
** შრომისმოყვარეობა - მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობა - შედეგზე ორიენტირება;
** დროის, პრიორიტეტების ეფექტიანად განაწილების უნარი - მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** დახმარების მუდმივი მზაობა;
** გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV ან კომპანიის სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული სახით) გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@domusi.com.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30/06/2024.

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |