jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის ოპერატორი
მომწოდებელი: წერტი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

მაღაზიათა ქსელი "წერტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 135 თანამშრომელს.

სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება (ტრანსპორტირება ხდება მეტროდან);
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიღებული პროდუქციის დათვლა, აღრიცხვა და პროგრამულად ასახვა;
** მიღებული პროდუქციის დოკუმენტაციის შექმნა;
** სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;
** საწყობში არსებული მარაგების პროგრამული კონტროლი, მათი მუდმივი აღრიცხვა;
** უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** გუნდურ, აქტიურ, დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, სიახლეების შექმნაში ჩართვის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2024 წლის 20 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |