jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სპეციალისტი - მაშველი
მომწოდებელი: ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ცხოველთა კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის, ოპერატიული რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი - მაშველი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი
კატეგორია: მომსახურება
თანამდებობრივი სარგო: 1596 ლარი
ადგილების რაოდენობა: 6
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქციები:

** ცვლის მიღებისას, გადასაბარებელი აღჭურვილობის კომპლექტაციის, გამართულობის და ზოგადი მდგომარეობის შემოწმება;
** შესაბამისი თანამდებობის პირისათვის დადგენილი ფორმით ე.წ. "საბრძოლო გათვლის" მიწოდება;
** რეაგირებაზე გასვლა საინფორმაციო ცენტრის ორიენტირების საფუძველზე ან უშუალო თუ ზემდგომი უფროსის სიტყვიერი დავალებით;
** რეაგირების აქტისა და სხვა დოკუმენტაციის სრულყოფილი წარმოება;
** რეაგირებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის მოპოვება;
** გამოძახების ადგილზე ვითარების შეფასების გზით რეაგირების მიზანშეწონილობის შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღება;
** გამოძახების ადგილის, ასევე სწორი რეაგირებისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებათა ფოტო და ვიდეოფიქსაცია;
** გამოძახების ადგილზე ინიციატორისა და სხვა დაინტერესებული მოქალაქეებისაგან განცხადების მიღება;
** დადგენილი წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხოველთა დაჭერა ჰუმანური მეთოდებით;
** არსებული რესურსების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამაშველო ღონისძიების ჩატარება განსაცდელში ან ტყვეობაში მყოფი ცხოველების გადასარჩენად;
** დაჭერილი (გადაცემული, ჩაბარებული) ცხოველების გადაყვანა სპეციალური ტრანსპორტით ცხოველთა თავშესაფარში, ცხოველის მიმკედლებელთან, ბინადრობის პირვანდელ ან სხვა, მიზანშეწონილ არეალში, ვეტერინარულ დაწესებულებაში, ცხოველთა გამოფენებზე, მათი გაჩუქების აქციებზე და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე, ცხოველების სამარხში ან კრემატორიუმში;
** ქვეწარმავლების დაჭერა და მოსახლეობის დაცვა პოტენციური საფრთხეებისგან;
** რეაგირების დავალების მიმდინარეობისა და შესრულების შედეგების შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება ოპერატიული სამორიგეოსთვის.
** ცვლის გადაბარების პროცესში შესაბამისი ხელმძღვანელისთვის დოკუმენტების და მიღებული ფოტო (ვიდეო) მასალის წარდგენა;
** ხელმძღვანელობის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება სრული ზოგადი განათლება
** სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** Microsoft Office Word - კარგი
** Microsoft Office Excel - კარგი

საკონტაქტო ინფორმაცია:

** საკონკურსო კომისიის მისამართი: ქ.თბილისი. დავით გურამიშვილის ჩიხი N5.
** საკონტაქტო ტელეფონები 577545498
** საკონტაქტო პირი ნინო წმინდაშვილი

დამატებითი მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი ორგანიზაციული კულტურა;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** დისციპლინირებულობა და საიმედობა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |