jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მაღაზიის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
** 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი "დრესაპის" ვაუჩერი;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება));
** დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
** კონკრეტული ანაზღაურება: ფიქსირებული + სხვადასხვა ტიპის ბონუსი;
** სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანია "დრესაპ ჯგუფის" მაღაზიის გუნდის მართვის პროცესში ჩართულობა;
** მაღაზიის ადმინისტრაციული და ტექნიკურ-სამეურნეო პროცესების მართვა;
** აქციასა და სეზონურ ფასდაკლებასთან დაკავშირებული პროცესის მართვა და მონიტორინგი;
** სალაროს მუდმივი მონიტორინგი, სალაროს გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** აქტიური გაყიდვებისა და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მუდმივი მონიტორინგი;
** მაღაზიის ტერიტორიის მუდმივი წესრიგისა და არსებული მერჩენდაიზინგის სტანდარტების შენარჩუნების მონიტორინგი;
** მაღაზიის საწყობის წესრიგის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების სამსახურის მიერ დადგენილი რეპორტების წარმოება;
** მენეჯერის მაღაზიაში არ ყოფნის შემთხვევაში, მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება კომპეტენციიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ტანსაცმლის/ფეხსაცმლის სფეროში მუშაობის გამოცდილებას);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის განხრით);
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** თანამშრომლისთვის მოტივაციისა და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@dressup.ge 2024 წლის 10 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მაღაზიის უმცროსი მენეჯერი - ზუგდიდი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |