jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: X-Architecture
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

არქიტექტურული კომპანია "იქს-არქიტექტურა"/"X-Architecture" წარმოადგენს თანამედროვე ექსპერიმენტულ არქიტექტორთა გუნდს რომელიც ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ ინტერიერის დიზაინერს. ჩვენ გუნდს გააჩნია მრავალმხრივი გამოცდილება საზოგადოებრივი ნაგებობების დაპროექტებაში, როგორიცაა: აეროპორტები, ცათამბჯენები და სხვა საზოგადოებრივი, საცხოვრებელი ნაგებობები.

Web page: www.x-architecture.co.uk

ამჟამად ვეძებთ გამოცდილ ინტერიერის დიზაინერს რომელიც გაუძღვება მიმდინარე პროექტებს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი, 1ა (ბიზნეს ცენტრი ატრიუმი)
კატეგორია: არქიტექტურა/ინტერიერი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერიერის დიზაინის მომზადება
** პროექტის გეგმარების მომზადება
** ესკიზური ნახაზის მომზადება
** ინტერიერის დიზაინის მუშა დოკუმენტაციის განხორციელების უნარი
** 3D ვიზუალიზაცია (რენდერები)
** მასალების შერჩევა - ბრენდების ცოდნა
** პროექტის ზედამხედველობის პროცესში აქტიური ჩართულობა
** ობიექტზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინტერიერის დიზაინის მიმართულებით
** გრაფიკული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
- 3D Max
- AutoCAD
- Adobe Photoshop
- Autodesk Revit (სასურველია)

უნარები:

** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი
** არგუმენტირებისა და დასაბუთების უნარი
** პრობლემასთან გამკლავების უნარი
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მართვის და მათთან მუშაობის უნარი
** პუნქტუალობა და დროის რაციონალურად გადანაწილების უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00 საათამდე
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად
** განვითარების და ხელფასის ზრდის პერსპექტივა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV, პორტფოლიო (მაქს. 15მბ) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@x-architecture.co.uk. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება (ინტერიერის დიზაინერი).

შპს X-architecture - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |